წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ე.წ. ხოკოს უბანში,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი
გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ადგილზე გაჩერებული ცემენტმზიდის შემოწმების შედეგად,
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ავტომანქანის მისაბმელში, პირველადი
გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, მძღოლმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ
წარმოადგინა, რის შემდეგაც ავტომანქანა დაილუქა.
მასალის გამოყენების პირობები