ახალი ამბები
ზუგდიდის გამგებელმა სოციალურად დაუცველებს სახლის სიმბოლური გასაღებები 4 თვით ადრე გადასცა (ვიდეო)
ზუგდიდის მინიციპალიტეტში მცხოვრებ 27 სოციალურად დაუცველ ოჯახს მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით სახლები უშენდება. მათ სიმბოლურად სპეციალურად დამზადებული გასაღებები გამგებელმა და "ქართული ოცნებიდან" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მუნიციპალიტეტის 9-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გადასცა. გამგეობის ინფორმაციით, ისინი ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდებიან.

„ოჯახის 7 წევრი სხვის სახლში ვცხოვრობთ. ზუგდიდის გამგეობას მივმართეთ, მშენებლობაზე შევიტანეთ განაცხადი. ახლა მოგვცეს 4 ოთახიანი სახლი. კმაოფილები ვართ“, - აღნიშნა ერთ-ერთი სახლის მფლობელმა, ახალსოფლის მკვიდრმა ლელა ხუფაცარიამ.

გასულ წლებში სხვადასხვა სოფელში სოციალური სახლები 41 ოჯახს გადაეცა.

ზუგდიდის გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და რემონტს არ ექვემდებარება, საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში უშენებს. პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. პროექტი საპილოტე იყო. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.