ზუგდიდის გამგებლის 9-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენა ოპოზიციის გარეშე (ვიდეო)
17:14 / 08.09.2017
ზუგდიდის გამგებლის მუშაობის 9-თვიანი ანგარიშის წარდგენას ოპოზიციის
არცერთი წარმომადგენელი
არ დასწრებია. ანგარიში ლაშა გოგიამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და
არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გამგეობის მიერ
ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებსა და იმ ადამიანებს წარუდგინა,
ვისაც დღეს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აშენებული სახლების
სიმბოლური გადასაღებები გადაეცათ.
ზუგდიდის გამგებელმა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა
შეკრებილებს 9 თვის განმავლობაში განხორციელებული, მიმდინარე და
დაგეგმილი პროექტები გააცნო. გოგიას ინფორმაციით, 2016 წლის
დეკემბრიდან ინფრასტუქტურულ პროექტებზე სულ 36 მილიონი ლარი
დაიხარჯა.
„ყველაზე მთავარი არის გზების მოწყობა და რეაბილიტაცია, ასევე, წყლის
სისტემის, ხიდების მშენებლობა. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ცნობილია იმით, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელ სახლს
ვუშენებთ“, - აღნიშნა გოგიამ.
გარდა ამისა, გამგებელმა სოციალურ პროექტებზე ისაუბრა და თქვა, რომ
აღნიშნული პროგრამებით 9 თვის განმავლობაში 6 ათასამდე ბენეფიციარმა
ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 400 ათას ლარამდე გამოიყო.
შეხვედრის მონაწილეებმა გოგიას კითხვებიც დაუსვეს, მათ შორის,
სოფლებში მგლების შემოსევის შესახებ, რაზეც გამგებლის მოადგილე მამუკა
წოწერიამ უპასუხა, რომ რამდენიმე მგელი უკვე მოკლულია და ამ კუთხით
მუშაობა მიმდინარეობს.
რაც შეეხება კითხვას ახალგაზრდების დასაქმების შესახებ, ლაშა გოგიამ
განმარტა, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის პროცესში
ადგილობრივების დასაქმება იგეგმება და ის ზუგდიდელებს რეკომენდაციებს
გაუწევს.
გარდა ამისა, გოგიამ შეკრებილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ახალი პროექტიც გააცნო, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების უცხოეთში
სწავლების დაფინანსებას გულისხობს. მისი თქმით, ზუგდიდის
მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 3 სტუდენტს დააფინანსებს, რომელიც თავის
მხრივ ვალდებული იქნება უცხოეთში მიღებული განათლება საკუთარი ქალაქის
განვითარებას მოახმაროს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები