ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა
ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს ხანძარი
გაუჩნდა.როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოჯახში მარტოხელა
ავადმყოფი მამაკაცი ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ხანძრის ლოკალიზება დროულად
მოხდა.
ოჯახში მაცხოვრებელი შუახნის მამაკაცი ზუგდიდის წმინდა ლუკას
სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში შოკური თერაპიის განყოფილებაში
მოათავსეს, როგორც ექიმები აცხადებენ, მოგვიანებით ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში
გადაიყვანეს. ამ ეტაპზე რევაზ შედანიას სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები