გამგეობა: ე.წ. მეფრინველეობის დასახლებას წყლის მიწოდება აღუდგება
ზუგდიდში, ე.წ. მეფრინველების დასახლებაში მცხოვრებლებს წყლის
მიწოდება 10 დღეში აღუდგება. მანამდე, მათ სასმელი წყლით სპეციალური
მანქანებით მოამარაგებენ. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ზუგდიდის გამგეობაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სასმელ წყალს მოსახლეობას მანამდეც აწვდიდნენ და
ეს პროცესი წყალსაქაჩი ტუმბოს შეკეთებამდე გაგრძელდება.
აღნიშნული დასახლების მცხოვრებლებმა, რომლებსაც წყალი მეორე თვეა არ
მიეწოდება საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები პრობლემების
მოგვარებას ითხოვენ. მათ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობი“
წევრი ანა წითლიძე შეხვდა. დეპუტატმა ადგილობრივ ხელისუფლებას
პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში
ოპოზიციური პარტიის წევრი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად,
საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები