ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ზვიად (დომენტი) სიჭინავას
საარჩევნო ნომერი 42 იქნება. სიჭინავას პრესსამსახურის უფროსის მაგდა
კლდიაშვილის ინფორმაციით, კანდიდატს საარჩევო ნომერი დღეს მიენიჭა და
იგი წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ხვალიდან დაიწყებს.
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ნომრის დროულად მინიჭების
შესახებ გუშინ საია-ს მიერ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები