ახალი ხიბულას მოსახლეობა: ფაროსანას შესაწამლი საშუალებების ყიდვა გვიწევს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მოსახლეობამ საპროტესტო
აქცია გამართა. ადგილობრივების
მტკიცბით, მათ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესაწამლი
შხამ-ქიმიკატების ყიდვა უწევთ, რადგან შესაწამლი აპარატი ხელისუფლებამ
„ქართული ოცნების“ მომხრეებს მისცა. მათივე თქმით, მმართველი პარტიის
მხარდამჭერები ერთი ჰექტრის შესაწამლად 40 ლარს ითხოვენ.
თავის მხრივ, სოფლის გამგებლის წარმომადგენელი ახალ ხიბულაში რინელი
ადამია აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.
„წამლობის ორივე ეტაპი ჩატარდა. ეს არის თითიდან გამოწოვილი
ბრალდებები“, - უთხრა რადიო „ათინათს“
ადამიამ.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში, მავნებლის საწინააღმდეგო შეწამლვითი სამუშაოებისთვის
სპეციალური ტექნიკა ისევ მობილიზებულია და ამ დროისთვის 83 ათასამდე
ჰექტარი ფართობია დამუშავებული. წამლობის ორი ეტაპის შემდეგ აზიური
ფაროსანას საწინააღმდეგო რონისძიებებსი ავიაცია ჩაერთო.
მასალის გამოყენების პირობები