ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის
პროექტი დამტკიცდა. მშენებლობის
ნებართვას ხელი გუშინ მოეწერა. თეატრის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში
დაიწყება და 2 წელიწადში დასრულდება.
ზუგდიდის თეატრის დირექტორის, ზურაბ ეგუტიას თქმით, მშენებლობისთვის,
დაახლოებით, 12, ხოლო დანარჩენი სამუშაოებისთვის, მთლიანობასი, 20
მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
„იქნება დიდი დარბაზი, რომელიც 370 მაყურებელს დაიტევს, მცირე კი
170-ს. რეაბილიტირდება მთლიანად შენობა და მიმდებარე ტერიტორია.
ნებართვა უკვე გადავუგზავნეთ კომპანია „ატუს“ და უახლოეს კვირებში
უკვე დაიწყება მშენებლობა“, - უთხრა
რადიო
„ათინათს“ ეგუტიამ.
ზუგდიდის თეატრის შენობა ავარიულია და საფრთხიდან გამომდინარე, იქ
სპექტაკლები არ იმართება. დასი ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის
სასახლის შენობაში მუშაობს, ხოლო სპექტაკლები კულტურის ცენტრ "ოდიშში"
იმართება.
ამავე თემაზე:
კულტურის
სამინისტრო: ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება
ზუგდიდის თეატრის
რეკონსტრუქცია თებერვლიდან დაიწყება
მასალის გამოყენების პირობები