შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ცნობით, შავი ზღვის
სანაპირო ზოლზე 4 ბალიანი
შტორმია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
ყველა საგუშაგოზე წითელი ალმებია აღმართული. წყალზე მაშველები
მოქალაქეებს რამდენიმე ენაზე სიტყვიერადაც აფრთხილებენ, რომ
საგუშაგოებზე თეთრი ალმების აღმართვამდე, წყალში შესვლა
აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები