ზვიად სიჭინავამ შესაძლოა სარეკლამო კომპანიას უჩივლოს (ვიდეო)
13:08 / 25.09.2017
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი სარეკლამო კომპანია
outdoor.ge-ს მის მიმართ მიზანმიმართულ
უმოქმედობაში ადანაშაულებს.
სიჭინავას იურისტის კესო ჩხიკვაძის განმარტებით, კომპანია ამ დრომდე
არ ცდილობს ის ზიანი გამოასწოროს, რომლის შედეგადაც სარეკლამო
ბილბორდები, რომლებზეც მერობის კანდიდატის პოსტერები იყო
განთავსებული, ჩამოყრილია.
დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კომპანია
მათ პრობლემის აღმოფხვრას დაჰპირდა, თუმცა, ამ დრომდე პოსტერები
ბილბორდებზე ისევ არ განთავსებულა.
„ჩვენ დადებული გვაქვს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 23 სექტემბერს
უნდა განთავსებულიყო ბილბორდებზე პოსტერები. გარდა ამისა, თანხა უკვე
ჩარიცხული გვაქვს. ჩვენ ვასრულებთ ხელშეკრულების პირობებს, მათგან
განსხვავებით. ახლა საარჩევნო პერიოდია და გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა,
ვინმეს ინტერესი იკვეთებოდეს, თუმცა, კონკრეტულად ვისი, არ ვიცით.
გვეუბნებიან, რომ ხან რაღაც გაფუჭდა, ხან წვიმის გამო ვერ შეძლეს
პოსტერის გაკვრა, თუმცა, ნაწვიმარი აშკარად არაა. თუ კომპანია დღეს
წერილობით ახსნა-განმარტებას არ მოგვაწვდის, სასამართლოს მივმართავთ",
- აღნიშნა ჩხიკვაძემ.
თავის მხრივ, კომპანია „outdoor.ge-ში აცხადებენ, რომ ბილბორდებს
ტექნიკური პრობლემა შეექმნა და მათი აღდგენა, ჯერჯერობით, უამინდობის
გამო ვერ მოხერხდა. კომპანიაში რადიო
„ათინათს“ განუცხადეს, რომ ბილბორდებზე ზვიად სიჭინავას
პოსტერებს, სავარაუდოდ, დღესვე განათავსებენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები