ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, 27 სექტემბერს 07:00 საათიდან 12:00
საათამდე და 17:00 საათიდან 21:00 საათამდე,
აზიურის ფაროსანას შეწამლვა თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით
დაიწყება. სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით,
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მოსახლეობას მოუწოდებს:
გამოიჩინონ ყურადღება და არსებობის შემთხვევაში წყლის ჭები დროებით
გადახურონ.
წამლობის პროცესში 15-20 წუთის განმავლობაში მოერიდონ თერმულ ნისლს და
დახურონ შენობების კარ-ფანჯრები.
ქიმიური დამუშავების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უვნებელია
ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
შეწამლვითი ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით, სამი დღის განმავლობაში
გაგრძელდება და 30 სექტემბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები