ახალი ამბები
აფხაზეთში დაღუპულთა სულებს პატივი დევნილთა მინისტრმა და თბილისის მერმა ზუგდიდში მიაგეს (ვიდეო)
ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების მოსახენებელ პანაშვიდს დევნილთა და განსახლების მინისტრი, თბილისის მერი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაესწრნენ. მათ სოხუმის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.



„ჯვართამაღლების დღესასწაულს ახლავს ტკივილი, როცა სოხუმის დაცემის დღეს ადამიანები იქცნენ დევნილებად. მე 24 წლის წინ ვიყავი სოხომში, დავტოვე ქალაქი და უფრო დიდი ტკივილი არ განმიცდია. აფხაზეთში დაღუპული გმირების სისხლი არის გარანტი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ყველა დაუბრუნდება სახლს. ვერანაირი ბოროტი ძალა ამას ვერ შეაჩერებს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გუბერნატორმა ლევან შონიამ იმედი გამოთქვა, რომ დაკარგული ტერიტორია საქართველოს მალე დაუბრუნდება.

„უმძიმესი დღეა საქართველოს სინამდვილეში. დავკარგეთ ულამაზესი კუთხე, მაგრამ მჯერა, რომ დროებით. გავერთიანედებით, დავრუნდებით და ვიცხოვრებთ ერთად იმ ცხოვრებით, რომელიც ღვთისგან არის მონიჭებული“, - განაცხადა შონიამ. 

თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთის ომში დაღუპულთა დედებს გადაუხადა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებით ტკივილიანია. მძიმედ გვახსოვს ეს ყველაფერი. განსაკუთრებული პატივით გავიხსენეთ თავდადებული ადამიანები, რომელთაც სწამდათ, ერთმანეთის გვერდში დგომა აუცილებელია. განსაკუთრებული მადლობა გმირ დედებს, ვინც შვილები პატრიოტებად გაზარდეს და ამ ომში გაუშვეს“, - თქვა დავით ნარმანიამ.



1993 წელს 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და სოხუმის ასაღებად შტურმი დაიწყო. 27 სექტემბერს დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია და მინისტრთა საბჭოს წარმომადგენლები. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 000 მდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და დევნილად იქცა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
20 / მაისი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
20 / მაისი 2025
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.