მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის მოსახლეობის ინფორმაციით,
სოფელში მგლების შემოსევაა. ადგილობრივების თქმით, მგელმა რამდენიმე
ძროხა და ცხენი დაგლიჯა.
,,საღამოს ხუთი საათიდან სახლიდან გასვლის გვეშინია. ვითხოვთ, რომ
მოგვცენ მგლის მოკვლის უფლება ან გამოყონ მონადირეთა ჯგუფი", -
აცხადებენ ადგილობრივები.
თავის მხრივ, ვედიდკარის ადმინისტრაციული უფროსის ეკატერინე ფოჩხუა
ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გარემოს დაცვის
სამინისტროსგან მტაცებლების დახოცვის ნებართვა პრობლემის უახლოეს
დროში მოსაგვარებლად უკვე აიღო.
მასალის გამოყენების პირობები