დევნილი: მირჩევნია აფხაზეთში მომკლას ტყვიამ, ვიდრე ზუგდიდში ქვამ (ვიდეო)
15:40 / 28.09.2017
ზუგდიდის რაიონულ საავამდყოფოში ჩასახლებულ დევნილებს
სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე, ე.წ.
გამშვებპუნქტზე გადასვლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, აქციის
მონაწილეები დროებით საცხოვრისებში დაბრუნდნენ, თუმცა თქვეს, რომ თუ
დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა მათ არ შეხვდება,
ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავლენ.
„თუ არ მოვა და არ შეგვხვდება ჩილაჩავა, აუცილებლად გადავალთ, დღეს
ორნი ვიყავით, მაგრამ უფრო მეტნი ვიქნებით“, - აღნიშნა ნანი
შონიამ.
თავის მხრივ, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა
სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, მას დევნილებთან
კომუნიკაციის პრობლემა არასოდეს ჰქონია.
„დეკემბერში დასრულდება ორი კორპუსი. გარდა ამისა, ვიწყებთ 6 კორპუსის
მშენებლობას. რაიონულ საავამდყოფოში მცხოვრები დევნილების მძიმე
საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება
გათვალისწინებული ეს ხალხი ბინების მიღების დროს“, - განაცხადა
ჩილაჩავამ.
რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრები ორი დევნილი, მცირეწლოვან ბავშვთან
ერთად, ენგურის ხიდზე იმყოფებოა. ისინი ე.წ. გამშვები პუნქტის
გადაკვეთითა და აფხაზეთში გადასვლით იმუქრებოდნენ. მათი თქმით,
აღნიშული გადაწყვეტილება დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის გუშინდელი
განცხადების შემდეგ მიიღეს.
„თუ ჩვენ ვინმეს ვაშანტაჟებთ, მობრძანდნენ და ნახონ, როგორ
მდგომარეობაში ვართ. გადავალთ აფხაზეთში თეთრი დროშით, მშვიდობის
ნიშნად. მირჩევნია, აფხაზეთში ტყვიამ მომკლას, ვიდრე ზუგდიდის
რაიონული საავადმყოფოს შენობის ქვამ“, - უთხრა ჟურნალისტებს ტარიელ
ქობალიამ.
დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გუშინ ზუგდიდში ყოფნისას, რადიო
"ათინათის" კითხვის პასუხად, რომელიც
რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილებს ეხებოდა,
თქვა, რომ დევნილები შანტაჟით ვერაფერს გააწყობენ. მისივე თქმით,
ბინების გადანაწილება შიმშილობით არ ხდება.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხი. ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსის
მშენებლობა, რომელთაგან 4 მალე დასრულდება. მინდა გავაფრთხილო ის
ადამიანები, ვინც ცდილობენ გრძნობებზე ითამაშონ. განაწილება ხდება
მკაფიო კრიტერიუმებით და როგორც არ მოყვა შედეგი შანტაჟს წინა წლებში,
ისე იქნება ახლაც. გვაქვს გეგმა, რომელი შენობები უნდა დავხუროთ და
რამდენქულიანს უნდა მიეცეს ბინა ამ ეტაპზე. ეს გეგმა არ შეიცვლება და
ამას ვერ დააჩქარებს ისეთი ქმედებები, როგორიცაა კარვის გაშლა", -
აღნიშნა სუბარმა.
ენგურის ხიდზე იმყოფებოდა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელიც,
რომელიც დევნილებს დალოდებისკენ მოუწოდებდა.
აღნიშნულ შენობაში, სადაც დევნილები 20 წელია ცხოვრობენ, ბოლო
კვირების განმავლობაში, მეორე და მესამე სართულებს შორის, დერეფანში
იატაკი ორჯერ ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დევნილები განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას
ითხოვენ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები