ზუგდიდში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე „გამჭვირვალობა“ არ დაუშვეს (ვიდეო)
15:31 / 29.09.2017
ზუგდიდის გამგეობაში საჯარო მოხელეთა გასაუბრებაზე „საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველო“ არ დაუშვეს.
არასამათვრობო ორგანიზაციამ შესაბამისი მოთხოვნით წერილი სპეციალურ
კომისიას გაუგზავნა, თუმცა კომისიამ მათ დასწრებაზე უარი უთხრა.
კომისიით თავმჯდომარე ნუგზარ გაბელია აღნიშნულ გადაწყვეტილებას 417-ე
დადგენილებით ხსნის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს უარი ეთქვა დასწრებაზე,
რადგან 417-ე დადგენილების თანახმად განსაზღვრულია პირთა წრე, რომელიც
გასაუბრებას უნდა ესწრებოდეს. დადგენილებაში წერია, რომ პროცესზე
პროფესიული საჯარო მოხელის უშუალო უფროსი უნდა იყოს წარმოდგენილი“, -
უთხრა რადიო „ათინათს“ გაბელიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ
განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები