გაშიფრული პოლიტიკური თამაშები თუ "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური სიბეცე (ვიდეო)
16:54 / 04.10.2017
„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა ორ
ოპოზიციურ პარტიას დომენტი სიჭინავს ფარულ
მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, „ევროპული საქრთველოსა“
და „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები
ზუგდიდში დამოუკიდებელ კანდიდატს ფინანსური სარგებელის გამო უჭერენ
მხარს. ამის დასტურად მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ურჩია
ენახათ ვიდეო, რომელშიც „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი
საქართველოს“ წარმომადგენლის ცოლი მოსახლეობას სიჭინავას
მხადაჭერისკენ მოუწოდებს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეო
მიმართვა „ფეისბუქზეა“ განთავსებული.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ თამაშში ჩართულია "ევროპული საქრთველო",
თუმცა ყურადღებას გავამახვილებ "დემოკრატიულ საქართველოზე", მისი
თავმჯდომარე, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან არის გაწვრთნილი
სხავადასხვა მაქინაციებში „ბაღდადის ბუზივით" დაეწაფა სიჭინავას
ფინანსებს. მან თავის მეუღლეს დაამზადებინა ვიდეო რგოლი, რომელიც
რამოდენიმე დღე ტრიალებდა სოციალურ ქსელებში. ქალბატონი ქება-დიდებას
ასხამდა დომენტი სიჭინავას და ყველას მოუწოდებდა მისი მხადაჭერისკენ,
მაშინ როდესაც "დემოკრატიულ საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატად
ბატონი ზურაბ ჯინჯოლავა ჰყავს. ვფიქრობ, რომ ბატონი ჯინჯოლავა არ
არის ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ "პატრიოტთა
ალიანსი" ვემიჯნებით ამგავრი მეთოდებით, პოლიტიკური სივრცის
დაბინძურებას და მოვუწოდებთ აღნიშნულ პარტიებს გააკეთონ განმარტება“,
- აცხადებს ბიგვავა.
„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი მიიჩნევს, რომ თავად დომენტი სიჭინავა
„ქართული ოცნების“ პროექტია, თუმცა ამ ეტაპზე მმართველმა გუნდმა მასზე
კონტროლი დაკარგა.
„სიჭინავა თავიდანვე მმართველი პარტიის პროექტი იყო, თუმცა მან
დამოუკიდებლად გადაწყვიტა თამაში და მთავრობამ მასზე კონტროლი
დაკარგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების შემთხვევში ის
„ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდება“, - თქვა მან.
ბიგვავას ბრალდება გაუგებარია „ევროპული საქართველო“ ზუგდიდის
ორგანიზაციის წევრებისთვის.
„რატომ უნდა ვიყოთ სიჭინავას მხარდამჭერები, როდესაც ჩვენ გვყავს
ყველაზე ძლიერი კანდიდატი და ვიბრძვით გამარჯვებისთვის. დომენტი
სიჭინავასთან გარიგებაზე საუბარი არის პოლიტიკურად ბეცი ორგანიზაციის
განცხადება. ასეთი მერობის კანდიდატი ჩემი ქალაქის სირცხვილია და მისი
პოლიტიკური ინტელექტი, რომ ფაქტობრივად ნულის ტოლია, მისი
განცხადებიდანაც ჩანს“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.
დომენტი სიჭინავას საარჩევო შტაბში კი რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ
გოგიტა ბიგვავას არასერიოზულ განცხადებაზე კომენტარს არ
გააკეთებენ.
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ოფისში აცხადებენ,
რომ კომენტარს მოგვიანებით, ბიგვავას ბრალდების გაცნობის შემდეგ
გააკეთებენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები