ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ქალაქ
ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება
მიანიჭა
და სიმბოლური გასაღები გადასცა.
ცერემონია საზოგადოება ,,ზუგდიდელი"-ს ორგანიზებით გიმნაზია GG-ს
დარბაზში გაიმართა და მას ადგილობრივი თვითმმართველობის, საჭადრაკო
სფეროსა და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზეიმო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილმა ქალაქის
ანდრია დადიანის სახელობის სკვერში ნორჩ მოჭადრაკეებთან ამხანაგური
ბლიც-პარტია ითამაშა.
მასალის გამოყენების პირობები