ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში სამარშუტო ტაქსი ველოსიპედით
მოსიარულეს დაეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზარალებული
ხამისკურის
მკვიდრია. სამარშუტო ტაქსი ბორჯომის მიმართულებით მოძრაობდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ევექსის“
სააზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ნიორაძის
თქმით, პაციენტს დაზიანებები აღენიშნება, ამ ეტაპზე კი გამოკვლევები
უტარდება.
ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. ავტოსაგზაო
შემთხვევის მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. შს სამინისტროს ცნობით,
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მასალის გამოყენების პირობები