გარემოს დამცველებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შავი
ზღვის დაბინძურების ფაქტები გამოავლინეს. მალტისა და მარშალის
კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა - ფოთის, ხოლო ხორვატიის
დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური
წყლები ჩაღვარეს.
კანონდამრღვევებს 65 ათასი ლარის ჯარიმასთან ერთად გარემოსათვის
მიყენებული ზიანის თანხაც დაემატათ. გემები საქართველოს ტერიტორიულ
წყლებს მას შემდეგ დატოვებენ, რაც ჯარიმას გადაიხდიან.
მასალის გამოყენების პირობები