ჭადრაკში საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგის საგზური 9 წლის
ზუგდიდელმა მოსწავლემ ნიკოლოზ შამათავამ მოიპოვა.
შესარჩევ ტურნირში მან 60-მდე სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკესთან ერთად
მიიღო მონაწილეობა. ათეულში გასულებს შორის ზუგდიდელი მოჭადრაკე
ყველაზე პატარა მონაწილეა.
შამათავა ტურნირის სასტარტო სიაში მეორმოცედ იყო განთესილი და 9
შესაძლებლობიდან 6 ქულით ათეულში გავიდა (მე-10 ადგილი), რის
შედეგადაც „ფიდე“-ს რეიტინგი 166,4 პუნქტით გაიუმჯობესა.
ტურნირის ფინალი 25 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები