ქალაქის მერიამ ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციაზე ტენდერი
გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ორ ეტაპად
უნდა განხორციელდეს და მისი ღირებულება 910 ათას 532 ლარია.
პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია არხის სადემონტაჟო
სამუშაოები და ახალი რეკონსტრუირებული არხის მშენებლობა, პანდუსების
მოწყობა-მოპირკეთება, არხის დახურული უბნების (სახიდე გადასასვლელები)
და მოაჯირების მოწყობა.
ასევე, სარწყავი სისტემებისა და წყალსაწრეტის მონტაჟი, დეკორატიული
ქოთნების განთავსება და სხვ.
სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც 2018 წლის იანვრიდან უნდა დაიწყოს,
ხე-მცენარე დარგვას მოიცავს. მანამდე, დაგეგმილია 17-მდე გადაბერებული
მცენარის მოიჭრა და ამოიძირკვა. მათ ადგილას კი დაირგვება იმავე
სახელობის მცენარე. გამწვანების სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.
იგეგმება ჰორტენზიებისა და ყვითელი და წითელი პიროკანტების
დარგვა.
ტენდერი 29 სექტემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 23
ოქტომბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები