ხაჯიმბა ახალი მინისტრის წარდგენისას: კრიმინალთნ ბრძოლა უნდა გამკაცრდეს
დე ფაქტოს აფხაზეთის შს სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გარი
არშბა აღნიშნულ თანამდებობაზე თვითაღიარებული რესპუბლიკის
პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დაინიშნა.
ახალი მინისტრი თანამშრომლებს რაულ ხაჯიმბამ წარუდგინა, წერს "სპუტნიკ
აბხაზია“. მან აღნიშნა, რომ შსს-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ასლან
კობახიამ აქამდე ბევრი გააკეთა, თუმცა ახლა კრიმინალთან ბრძოლის
გამკაცრებაა საჭირო.
1993 - 2011 წლებში გარი არშბა „აფხაზეთის შს სამმართველოს“
სხვადასხვა თანამდებობებზე , ხოლო 2013 - დან 2017 წლამდე ის
რუსეთის
შსს-ს მთავარი სამმართველოს ჩრდილოეთ კავკასიის განყოფილებაში
მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები