„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ - გამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
17:49 / 12.10.2017
ზუგდიდის არტ-გალერეაში გამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის
ფურცლები“ გაიხსნა. ღონისძიებაზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
დაცული ის დოკუმენტები, ხელნაწერები, წერილები და ფოტომასალა
გამოიფინა, რომელიც საქართველოს ევროპასთან კავშირს ასახავს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის თქმით,
ღონისძიებას საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს და საჭიროა, რომ
დამთვალიერებლემა ნახონ საქართველოს ევროპულ კულტურასთან კავშირის
დამადასტურებელი ხელნაწერები.
„ჩვენს ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი, თითქმის, 2000 წლიანი კავშირები
აქვს ევროპასთან. საქართველოს ყოველთვის გრძნობდა თავს ევროპის
ნაწილად. მათ შორის, სამეგრელოც და აქ წარმოდგენილი მისიონერების
მოგზაურობასთან დაკავშირებული ხელნაწერები სწორედ ამ კუთხეს
უკავშირდება“, - აღნიშნა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ცენტრი მომავალში სამეგრელოსთან დაკავშირებული სხვა
დოკუმენტების ჩამოტანასაც გეგმავს.
ღონისძიება კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და
მიხეილ ხორავას სახელობის ზუგდიდის არტ გალერეის ორგანიზებით
გაიმართა. მას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვა
წარმომადგენლები დაესწნენ. გამოფენა ზუგდიდში 26 ოქტომბრის ჩათვლით
დარჩება, რის შემდეგაც თელავში გადაინაცვლებს. მანამდე კი პროექტმა
საქართველოს რამდენიმე კუთხე მოიარა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები