ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის
20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების
კონსორციუმის“
წარმომადგენლებმა 12 ოქტომბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე
განაცხადეს.
„გადასახადის გადამხდელთა კავშირთან“ შეხვედრისას ანაკლიის პორტთან
დაკავშირებით ჩატარებული წინასამშენებლო სამუშაოები შეაჯამეს და ქალაქ
ანაკლიის კონცეფცია და სამუშაო პროცესი წარადგინეს.
„ეს იყო თავაუღებელი შრომის ერთი წელი, რომელშიც ჩართული იყო მთელი
ჩვენი გუნდი, ექსპერტები, საკუთარი საქმის პროფესიონალები და ის
მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საზღვაო,
ინფრასტრუქტურული, გარემოს შესწავლისა თუ სხვა სფეროებში მსოფლიოში
წამყვანნი არიან. ჩვენ შევძელით და ამ მასშტაბური მუშაობის ხარჯზე,
დათქმულ დროში შევასრულეთ პირობა. ახლა კი პროექტის კიდევ უფრო
მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ეს არის უშუალოდ პორტის მშენებლობა”, -
განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა
ხაზარაძემ.
2017 წლის დეკემბერში ანაკლიის პორტის სახმელეთო სამშენებლო
სამუშაოები დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები