ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია წუხელ ოჯახის წევრების
მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს. რეფერალური საავადმყოფოს
სამედიცინო მენეჯერის ნიკოლოზ ჭეჟიას ცნობით, დაჭრილს წუხელ ოპერაცია
ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი თბილისში ერთ-ერთ საავადმყოფოში
გადაიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ
ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
ლევან ქუჩულორია ცეცხლსასროლი იარაღით 15 ოქტომბერს ზუგდიდში დაჭრეს.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე
მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები