სოხუმს საინვესტიციო პასპორტი ექნება. მისი პრეზენტაცია აფხაზეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელევიზიის პრეს - ცენტრში ქალაქის
ადმინისტრაციის
წარმომადგენელმა ლეონ კვარჩიამ გააკეთა, წერს „სპუტნიკ აბხაზია“.
კვარჩიას თქმით, საინვესტიციო პასპორტი არის პოტენციური
ინვესტორებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც, მისი
თქმით, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს
მხარდაჭერით შემუშავდა. მან აღნიშნა, რომ პასპორტი 11 განყოფილებისგან
შედგება. ისინი ქალაქის ზოგად დახასიათებას და სოციალური და
კომუნალური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას შეიცავენ.
მასალის გამოყენების პირობები