გიგა სიჭინავას მშობლებმა საკუთარი სახლის ეზოში სახელოსნო მოუწყეს.
თორმეტი წლის ხელოვანი ხუთი წლის ასაკიდან ხატავს, ძერწავს და მუყაოს
ქაღალდიდან სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებს. დედის ნათია სახოკიას
თქმით, მათი მიზანი იყო შვილისთვის მყუდრო გარემო შეექმნათ, სადაც
თავის საყვარელ საქმეს გააკეთებდა.
„მშობლებმა გადაწყვიტეთ, რომ გიგას ჰქონოდა სივრცე, სადაც ექნება
საკუთარი სამუშაო ოთახი. იმუშავებს დამოუკიდებლად და ამასთნ გამართავს
გამოფენებს. ასევე ის აქ მიიღებს ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ ასეთი
სამუშაო გარემო. აქამდე გიგას გამოფენების მოწყობაში ზუგდიდსა და
თბილისში ასოციაცია „ათინათი“ და ადგილობრივი მთავრობა ეხმარებოდა“, -
აღნიშნა ნათია სახოკიამ.
სახელოსნოს გახსნას ნორჩი მხატვრის ხელოვნების მასწავლებელი ნინო
ჟვანიაც ესწრებოდა. მისი თქმით, გიგა ნიჭიერი მხატვარია და მას მხოლოდ
მცირედ დახმარებას უწევს.
„გიგა კარგად აღიქვა ფერებს... მან ზუსტად იცის რისი დახატვაც სურს.
მოსწონს იმპრესიონიზმი და მე-19 საუკუნის მხატვრები. ეს მის
ნამუშევრებშიც აისახება“, - თქვა ნინო ჟვანიამ.
სახელოსნოს გახსნას გიგა სიჭინავას კლასელები, მეგობრები, მათი
მშობლები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები