საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები
07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცედურა კი 08:00 საათზე
დაიწყო.
დღეს საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში
მერებსა და საკრებულოების ახალ შემადგენლობას ირჩევენ.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 9 546 450
ბიულეტენი დაიბეჭდა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში კი 3 440 123
ამომრჩეველია.
ცესკოს ცნობით, ინოვაციური სერვისი შესთავაზეს ყრუ და
სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს - ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო
ცენტრში ინფორმაციის მიღება მათ ვიდეო ზარის განხორციელებით, ჟესტურ
ენაზე შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები