აფხაზეთის ე.წ. საზღვრის არალეგალური გადაკვეთისთვის უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე დააკავეს
დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა საქართველოსთან
„სახელმწიფო საზღვრის“ არალეგალური
გადაკვეთისთვის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების 15 მოქალაქე
დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „აპსნიპრესი“ ავრცელებს.
„ისინი ეგვიპტის, სომალის, იემენისა და სუდანის მოქალაქეები არიან. ორ
პირს არანაირი საბუთი არ გააჩნია. ისინი სხვადასხვა დროს საქართველოში
ჩავიდნენ, საიდანაც არალეგალურად რუსეთში და ევროპაში მოხვედრა
სურდათ“, - აცხადებენ თვითაღიარებული სახელმწიფო უშიშროების
სამსახურში.
სააგენტოს ცნობით, დაკავებულთა საქმეები „სასამართლოს“ გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები