ხვალ ზუგდიდში სინოპტიკოსები წვიმას ელოდებიან, თუმცა უხვი ნალექი
მოსალოდნელი არ არის. ინტენსიური წვიმები კი 31 ოქტომბერს დაიწყება.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს
ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
„31-ში ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსამდე დაიკლებს და აცივდება.
ასეთივე ამინდი შენარჩუნდება პირველ ნოემბერს“, - ამბობენ
სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში ნალექი 2 ნოემბერს შეწყდება და
გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები