31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ზუგდიდი-ქუთაისის მიმართულებით მატარებელი არ გავა
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით
ქუთაისი-ზუგდიდის მიმართულებით
მატარებელი ორი დღის განმავლობაში არ გავა. აღნიშნულ ინფორმაციას
“საქართველოს რკინიგზა” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
განცხადების თანახმად, (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის
მოწყობის გამო), ა.წ. 30-31 ოქტომბერს ქუთაისიდან, ხოლო 31 ოქტომბერს
და 1 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ორი რეისი მსვლელობიდან
იხსნება.
მასალის გამოყენების პირობები