ზუგდიდის თეატრში სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)
13:44 / 30.10.2017
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობაში
სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც კომპანია "ქართუ" და
ასოციაცია „ატუ“ ახორციელებენ. ასოცოაციის წარმომადგენლის ზურაბ
გვარამიას თქმით, მათ მუშაობა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს
დაიწყეს.
„ეს არის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. ყველაფერი, ფუნდამენტის
ჩათვლით, დაინგრევა და სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი. თეატრს გარეთა
იერსახე შეუნარჩუნდება“, - აღნიშნა გვარამიამ.
მისივე თქმით, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, რეკონსტრუქციას,
შესაძლოა, 2 წელიწადზე მეტიც დასჭირდეს. რაც შეეხება სადემონტაჟო
სამუშაოებს, სავარადოდ, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული
თეატრის შენობის რეკონსტრუქცია შპს "ად-სტუდიოს" მიერ წარმოდგენილი
პროექტის მიხედვით მოხდება.
თეატრის დირექტორის, ზურაბ ეგუტიას თქმით, მშენებლობისთვის,
დაახლოებით, 12, ხოლო დანარჩენი სამუშაოებისთვის, მთლიანობაში, 20
მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
ზუგდიდის თეატრის შენობა ავარიულია და საფრთხიდან გამომდინარე, იქ
სპექტაკლები არ იმართება. დასი ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის
სასახლის შენობაში მუშაობს, ხოლო სპექტაკლები კულტურის ცენტრ "ოდიშში"
იმართება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები