ფოთელმა მეთევზეებმა, რომლებიც შავ ზღვაში ქაფშიის რეწვას
ახორციელებენ, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გამართეს.
ისინი გარემოს დაცვის
სამინისტროს ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. უწყების გადაწყვეტილებით,
მეთევზეებმა სეინერებზე ვიდეოთვალი უნდა დაამონტაჟონ და
ელექტროჟურნალი აწარმოონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმების გადახდა
დაეკისრებათ. სეინერების მეპატრონეები კი აცხადებენ, რომ დადგენილება
სამინისტრომ ერთი თვის წინ მიიღო და ისინი წლევანდელ სეზონზე ამის
დამონტაჟებას ვერ ასწრებენ.
„გვიან მივიღეთ მთავრობის დადგენილება ვიდეო მონიტორინგის შესახებ.
ვერ ვასწრებთ ამ სეზონზე ამის გაკეთებას. სეზონი უკვე დაიწყო. ამიტომ
ვითხოვთ მთავრობისგან ეს გადაიტანონ მომავალ წლამდე“, - აცხადებენ
მეთევზეები.
ისინი გარემოს დაცვის სამინისტროსგან დახმარებას ითხოვენ, წინააღმდეგ
შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები