ტექნოპარკში პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთში პრიორიტეტული საპროექტო
ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა
გაიმართა. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდითა და აზიის განვითარების ბანკის
(ADB) მხარდაჭერით, 2018-2020 წლებში მდგრადი ქალაქების განვითარების
საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა.
შეხვედრას ინფრასტრუქტურის სამინისტროს და აზიის განვითარების ბანკის
წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის
ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი
ნუგზარ გაბელია, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო და კერძო
სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები