2 ნოემბრამდე დასავლეთ საქართელოში ცივი ამინდები შენარჩუნდება. ამის
შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული
სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური
პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ
საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი. მთაში
მოთოვს.
სინოპტიკოსები დღეს და ხვალ ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას 9–14
გრადუსს, ხოლო 2-3 ნოემბერს ჰაერის 15-19 გრადუსამდე დათბობას
ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები