სამინისტროებმა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ნებართვები გასცეს
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ორმა სამინისტრომ
შესაბამისი ნებართვები გასცა. ანაკლიის განვითარების
კონსორციუმის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის
სააგენტომ კონსორციუმს საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობისა და
ექსპლუატაციის შესახებ საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების
ნებართვა მისცა. ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე
ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გამოსცა.
"ამჯერად ყველა საჭირო დოკუმენტი და ნებართვა არსებობს იმისთვის, რომ
დავიწყოთ მშენებლობა და სამ წელიწადში ანაკლიის პორტში პირველი გემი
მივიღოთ, “ - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის
გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს
დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები