ზუგდიდის რაიონ სოფელ ცაიშში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ
ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დანარჩენი სამი მგზავრი კი დაშავებულია. თვითმხილველების ინფორმაციით,
ერთმანეთს "ფოლკსვაგენისა" და " მიცუბიშის" მარკის
ავტომანქანები შეეჯახნენ.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ბრიგადები და
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ავარიის გამომწვევი
მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები