სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უცხოეთის მოქალაქეები დააკავეს
გალის რაიონში, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 7
ეგვიპტელი, 2 სომალელი,
3 იემენელი და 3 სუდანელი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის
ბრალდებით ააკავეს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ დე ფაქტო
აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, სოხუმში აცხადებენ, რომ უკანონო მიგრაციის
არხის ორგანიზება ქართული სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურება,
რასაც დაკავებულებების ჩვენებები ადასტურებს.
„უსაფრთხოების სამსახური ტერორისტებთან მათ შესაძლო კავშირებს
შეამოწმებს,“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
თვითაღიარებული რესპუბლიკის კანონმდებლობით, მსგავსი ბრალდებით
დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლამდე
თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამ დროისთვის კი სოხუმის სასამართლომ
მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ფოტო: "რია ნოვოსტი"
მასალის გამოყენების პირობები