მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოლო სხდომა ჩატარდა (ვიდეო)
15:16 / 03.11.2017
ზუგდიდის თემის საკრებულო დღეს ბოლოჯერ შეიკრიბა, რომელზეც
თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ დეპუტატებს ერთი წლის მუშაობის ანგარიში
ჩააბარა.
სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა გამგებლის მოადგილის
თამაზ ჟორჟოლიანის ხსოვნას, რომელიც წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად დაიღუპა, პატივი მიაგეს და მის პიროვნულ ღირსებებზე
ისაუბრეს.
ნანავამ საკრებულოს მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ
დროის განმავლობაში რამდენიმე ათეული ინფრასტრუქტურული პროექტი
განხორციელდა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სოციალური სახლების მშენებლობამ, ყველზე
მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ბენეფიციარებისთვის. თითქმის
ყევლა პრობლემურ სოფელში ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, გაკეთდა და
რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათობით ხიდ-ბოგირს, რამდენიმე სოფელში შეკეთდა
და მოიხრეშა საავტომობილო გზები. მნიშვნელოვნად გაიზარდა C ჰეპატიტის
პროგრამის მკურნალობის დაფინანსება”, - აღნიშნა ნანავამ.
დღეს ანგარიში ზუგდიდის გამგებელს და ახლადარჩეულ მერს ლაშა გოგიასაც
უნდა წარედგინა, თუმცა, როგორც სხდომაზე ითქვა, მან ეს მოადგილის
დაღუპვის გამო ვერ მოახერხა. სხდომა შენიშვნებისა და კითხვების გარეშე
დასრულდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები