სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სახლის სხვენში ხანძრის გაჩენა,
სავარაუდოდ,
ელექტროსადენებმა გამოიწვია. მათივე თქმით, სახანძრო სამაშველო
ბრიგადები რამდენიმე წუთში მოვიდნენ და ცეცხლის ლოკალიზება დროულად
შეძლეს.
შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, დაშავებულები არ
არიან.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო დამხარების
ბრიგადები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები