ბამბის საწყობს, რომელიც წალენჯიხაში ყრუ-მუნჯთა საზოგადოების ყოფილ
შენობაში იყო განთავსებული, ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის
ადგილზე სამი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
გამგებლის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, მეხანძრეებმა შენობის
გადარჩენა მოახერხეს, თუმცა საწყობში არსებული ბამბა განადგურდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს
გამოძიება დაადგენს.
მასალის გამოყენების პირობები