ზუგდიდში თბილი ამინდი მომავალი კვირის ბოლომდე იქნება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის
სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. მისივე
ინფორმაციით, 6 და 7 ნოემბერს, შესაძლოა, მცირე ხნით იწვიმოს, თუმცა
ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
„მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაგრამ ჰაერი 20-22 გრადუსამდე
დათბება“,- აღნიშნა ნიორაძემ.
უნალექო ამინდი სამეგრელოში 11 ნოემბრამდე გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები