გაეროს კეთილი ნების ელჩი სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა „აფხაზეთის
კეთილი ნების ელჩი“ გახდა. შესაბამისი სერტიფიკატი და მედალი
მას მოსკოვში გადასცეს, წერს „სპუტნიკ აბხაზია“. კუსტურიცამ
მხარი დაუჭირა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ საქველმოქმედო
ინიციატივას. აღნიშნულ მოძრაობას კულტურული ძეგლების დაცვის მიზნით
მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევა სურს.
„აფხაზეთში არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები უნდა შენარჩუნდეს
და მომავალმა თაობამ ისინი უნდა იხილოს", - აღნიშნა
კინორეჟისორმა.
სოხუმში მოქმედმა საქველმოქმედო მოძრაობამ „აფხაზეთის კეთილი ნების
ელჩები“ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით, 2 ოქტომბერს
გაეროს და იუნესკოს ვიდეო მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც მიმართვის
ავტორებმა იმედი გამოთქვეს, რომ იუნესკო და სხვა კომპეტენტური
საერთაშორისო სტრუქტურები „აფხაზეთის უნიკალური ტაძრების შენარჩუნების
პრობლემას ყურადღებას მიაქცევენ“.
მასალის გამოყენების პირობები