ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 6 და 7 ნოემბერს ზუგდიდსა
და რუხში 7560
ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის
მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ
საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, ქვემდებარეობით
შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები