დაურ კოვე ისრაელში ვიზიტზე: ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობაზე ვიმსჯელეთ
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით
ისარელში იმყოფება. ამის შესახებ, მან ფეისბუკის
საკუთარ გვერდზე დაწერა.
,,გუშინ შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა ალან დავიდისთან, ქალაქ
სდეროთის მერთან. ჩვენ ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობაზე
ვისმჯელეთ'', - წერს დაურ კოვე.
სდეროთი ისრაელის სამხრეთ ოლქსა და უდაბნო ნეგევის ჩრდილო-დასავლეთში
მდებარეობს. მოსახლეობა 24 000 შეადგენს, რომლის უმრავლესობა არის
რეპატრიანტი საბჭოთა კავშირიდან.
მასალის გამოყენების პირობები