მეგის ქარდავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ყოფილი
მაღალჩინოსანი ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით,
მან „ინტერპრესნიუსს“ ქარდავას უკრაინელ ადვოკატზე
დაყრდნობით განუცხადა. როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, მეგის ქარდავა
უკრაინის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ვერ გამოცხადდა,
რის მიზეზადაც ადვოკატმა მის დაცვისქვეშმყოფისთვის მიყენებული
ფიზიკური დაზიანებები დაასახელა.
„პროცესზე უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა არის
ნაცემი. კერძოდ აღნიშნა, რომ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში
შეყვანამდე გაუსწორდნენ და აღენიშნება დაზიანებები სახის არეში.
დაზუსტებით ამ ეტაპზე არ იციან, თუ ვინ სცემა. მეგის ქარდავა პროცესზე
ვერ მივიდა და ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო.
მას სასამართლოზე ჩართვისას უთქვამს, რომ მის სიცოცხლეს და
ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა ველიჯანაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის
ქარდავა უკრაინაში პირველ ნოემბერს დააკავეს. მას დაუსწრებლად 9 წლით
თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
მასალის გამოყენების პირობები