რეგიონი
როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, დასრულდა. მასში მონაწილეობა სამმა სამშენებლო კომპანიამ მიიღო, რომელთაგან უმცირესი ფასი - 8 819 683 ლარი „დაგიმ“ დააფიქსირა. წინადადებების მიღება 6 ოქტომბერს დაიწყო და 7 ნოემბერს შეწყდა. ამ ეტაპზე შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ლანდშაპტური იერსახის გაუმჯობესების გარდა, გათვალისწინებულია სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო, მათ შორის, შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი საპირფარეშოს, შიდა წყალსადენების, კანალიზაციის მოწყობა და სხვა.


მებაღის სახლი


დენდროლოგიური ნაწილი

ჩატარებული საველე კვლევის თანახმად, ბაღში ზოგიერთი სახეობის ხეები გადაბერებულია და მისი დატოვება მიზანშეზონილი აღარ არის. დეკორატიული ღირსების მქონე 112 ხე კი ქვიშა-ცემენტის ნარევით დამუშავებას-ამოქოლვას საჭიროებს. 500 ხე-მცენარე უნდა გაიწმინდოს ხმელი ტოტებისაგან, ხოლო გადანაჭრები უნდა დამუშავდეს საღებავით.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოუვლელობის გამო, გავრცელებულია ბაღისათვის გამოუსადეგარი მცენარეების ხშირი თვითნათესი ნათესარები, რომლებიც უნდა ამოიძირკვოს. ასევე, უნდა ამოიძირკვოს სარეველები, რომელიც 20 ჰა-ზეა გავრცელებული.




სპეციალისტების მტკიცებით, მთლიანად შესაცვლელია ბაღის ძირითადი სავალი ნაწილის 1 900 გრძივ მეტრზე ადრე გაშენებული კოლხური ბზის ბორდიური, რადგან ის უკიდურესად დაზიანებული და დაავადებულია.



დაავადებული ბზა (ფოტო: ზუგდიდის მერია)

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 3 ჰა-ზე უნდა ამოიძირკვოს მურყანის ხშირი თვითნათესი კორომი და დეკორატიული მცენარეული სახეობებით შეიცვალოს. ხეების 30-35% გასაწმენდია სუროსაგან.

ახალი ბორდიურის გასაშენებლად კი დაგეგმილია დავადებისა და მავნებლის მიმართ გამძლე, მაღალდეკორატიული ღირსების მქონე მცენარეების დარგვა. ბაღში არსებული ტბის ირგვლივ უნდა დაირგას მტირალა ტირიფის 10 ეგზემპლარი.



ასევე, ჩასატარებელია მცენარეთა სრული პასპორტიზაციისა და ეტიკეტირების სამუშაოები, აღსადგენია არსებული კლუმბები და შესაქმნელია ყვავილნარის ახალი ჯგუფები.



ჰორტენზია

2000 მ 2 ფართობზე შესაქმნელია სანერგის დამხმარე და თანამედროვე სასათბურე მეურნეობის მოწყობა.



სანერგე მეურნეობა

გარდა ამის, აუცილებელია ბაღის მთელ ტერიტორიაზე (25.6 ჰა) სხვადასხვა სახეობის მაღალდეკორატიული ხისა და ბუჩქის გაშენება, მათ შორის, 80% მარადმწვანე ხე-მცენარე უნდა იყოს.



დიდყვავილა აბელია

რეკომენდირებულია შემდეგი მცენარეების დარგვა: ნეკერჩხალი, კვიპაროსი, დიდყვავილა მაგნოლია, სამეფო გვიმრა, ვარდი, გიგანტური ტუია, ურთხელი, ჰორტენზია (ცისფერი), კამელია ოლიფერა და სხვა.



ნეკერჩხალი


ინსფრასტრუქტურული ნაწილი


სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, რომელიც სხვადასხვა მასალის დემონტაჟს და ახლიდან მოწყობას ითვალისწინებს. შენობის პირველ სართულზე მოეწყობა საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები, ასევე ექსპოზიციის სათავსო, დაცვის ოთახი და საპირფარეშოები. მეორე სართულზე განთავსდება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ოფისი, სამეცნიერო კაბინეტი, ჰერბარიუმის საგამოფენო სივრცე, სტუდენტების სამეცადინო ოთახი და სხვ.



მებაღის სახლის რეაბილიტაციაც სხვადასხვა ნაწილის დემონტაჟსა და ახლიდან მოწყობას გულისხმობს.

რეაბილიტირდება სათბური, საჯინობო და ჯვარედინი სასახლე, რომლის მხოლოდ პირველი სართულის ნანგრევებია შემორჩენილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიზნად ისახავს შენობის პირვანდელი სახის დაბრუნებას, რაც ბუხრის, იატაკისა და ჰოლის პირვანდელი სახის აღგენას გულისხმობს.



საზოგადოებრივი ტუალეტები ბოტანიკურ ბაღში სამ სხვადასხვა ადგილას განთავსდება.



სალარო და დაცვის ჯიხური განკუთვნილია ბაღის დაცვისა და ბოტანიკური ბაღის ბილეთების გამყიდველებისათვის. ამასთან, მოეწყობა ორი შენობა - ერთი აღმოსავლეთ კარიბჭესთან და მეორე დასავლეთ კარიბჭესთან.



ასევე, კეთილმოწყობა მოიცავს ხელოვნური წყლის ტბორის, ღია წყლის არხების, პარკის სკამებისა და ნარჩენების ყუთების მოწყობა-დამონტაჟებას, აგრეთვე ბაღის აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით შესასვლელი კარიბჭეების დაყენებას.

პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია და მისი ღირებულება თითქმის 10 მილიონი ლარია. ბოტანიკური ბაღის სრული აღდგენა 18 თვეში უნდა დასრულდეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.