შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში
არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ მიმართული
კამპანიის - „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრები
გაიმართა. კამპანიის ორგანიზატორები შშმ ბავშვების უფლებებზე და მათ
მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე მოსწავლეებსა და სტუდენტებს
ესაუბრნენ. შეხვედრები შ. მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში,
პირველ და მეორე საჯარო სკოლებში შედგა.
გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანლის მაია
ქურციკიძის თქმით, საზოგადოების ჯერ კიდევ 40% შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის
მატარებელია.
„ასეთი ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე გარიყული ჯგუფია საქართველოში.
ისინი ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას და მათი უფლებები ხშირად
ირღვევა. დღეს ზუგდიდში ვიმყოფებით, ვხვდებით სკოლის მოსწავლებს და
ვესაუბრებით მათ შეზღუდული შესაძლებოლობის მქონე ბავშვების შესახებ.
იმის შესახებ თუ რა შესაძლებლობები აქვთ მათ და თუ როგორ უნდა მოხდეს
მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. სამწუხაროდ რეალობა ცოტა სხვანაირია
და ეს ადამიანები იზოლირებულები არიან, არ არიან საგანმანათლებლო
სისტემაში ჩართული, მათ მიმართ უარყოფითი განწყობა ძალიან დიდია და
ამასთან არის არასწორი დამოკიდებულება“, - აღნიშნა ქურციკიძემ.
კამპანია "დაინახე ყველაფერი" საქართველოში თებერვლის
თვიდან დაიწყო. ის გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, ევროკავშირისა
და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური
მონაწილეობით მიმდინარეობს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა განკარგულებას ვლადიმერ დელბას „პრემიერ-მინისტრად“ დანიშვნის შესახებ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 32 შემთხვევა აღირიცხა.
სამეგრელოში სანეფო სუფრისთვის, ქორწილის წინა დღეს ,,სარიტუალო პურს და ჭვიშტარს“ აცხობდნენ,რომლებიც სპეციალური დანიშნულების იყო. რიტუალური პურების დაცხობა ყველას როდი შეეძლო. მთელს ,,სამოხიოში“ რამდენიმე ქალი თუ იქნებოდა ამ საქმეში დახელოვნებული, რის გამოც მათ დიდი პატივით ეპყრობოდნენ. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორ მზადდებოდა, რამდენი სახის პური ცხვებოდა და რა იყო ამ ტრადიციის მთავარი აზრი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები