დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გარდა წარმომადგენლობითი ორგანოს
ხელმძღვანელის და მისი მოადგილეებისა, მუდმივმოქმედი კომისიების
თავმჯდომარეებიც აირჩიეს:
მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - დავით გახარიაა;
იურიდიულ სამანდატო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის
თავმჯდომარე - სანდრო სორდია;
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ეკა
კიფაია;
ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე - ირაკლი ლაგვილავა.
განათლებისა, კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა კომისიის
თავმჯდომარე - ოთარ ქადარია.
გარდა ამისა, სხდომაზე მმართველმა პარტიამ ფრაქციის თავმჯდომარეც
დაასახელა. საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ თამუნა ჯიქია
უხელმძღვანელბს.
ყველა კომისიის თავმჯდომარე 39 -6 წინააღმდეგ იქნა არჩეული. დღევანდელ
სხდომას 50 დეპუტადიდან 46 ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები