მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატის მიხეილ ლოტოცკიის ინფორმაციით,
მათ არც კი განუხილავთ საკითხი, რომ მეგის
ქარდავა ქართველ სამართალდამცველებთან ითანამშრომლებს და მიხეილ
სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს. მისივე განმარტებით,
სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემთხვევაშიც არანაირ
გარანტიებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, ვინაიდან ქარდავას წინააღმდეგ
სასამართლოში რამდენიმე საქმეზე განაჩენი დამდგარია.
„რაც შეეხება იმას, რომ რაღაც გარანტიების სანაცვლოდ მეგის ქარდავამ
შესაძლოა ქართველ სამართალდამცველებთან ითანამშრომლოს და მიხეილ
სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, მსგავსი არაფერი ვიცი. არც კი
განგვიხილავს რაიმე მსგავსი მეგის ქარდავასთან. საერთოდ, რა
გარანტიებზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც მის წინააღმდეგ განაჩენია
გამოტანილი“, - აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება საექსტრადიციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხს,
ადვოკატის თქმით, უკრაინის გენერალური პროკურატურიდან არანაირი პასუხი
არ მიუღია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის
ქარდავა უკრაინაში პირველ ნოემბერს დააკავეს. მას დაუსწრებლად 9 წლით
თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
წყარო: ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები